“მიყვარს ჩემი სამშობლო და მიყვარს ჩემი ხალხი” – ლაშა გურული
“არ შემეძლო, ეს პოსტი რომ არ დამეწერა.
ძალიან დიდი სითბო, სიყვარული, აღიარება და დაფასება მოდის ჩემ მიმართ”, – ამის შესახებ მოკრივე, ლაშა გურული სოციალურ ქსელში წერს.
გურული გულშემატკივარს მადლობას უხდის.
“მინდა, იცოდეთ, რომ უზომოდ ვაფასებ ამ სიყვარულს !
ჩემთვის ეს ჩემპიონობაზე მაგარი მიღწევაა.
მიყვარს ჩემი სამშობლო და მიყვარს ჩემი ხალხი”, – წერს ლაშა გურული.
სპორტსმენი 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.