ნათია თურნავას ხელმოწერით ახალი 100-ლარიანები მიმოქცევაში დღეიდან გაეშვება

დღეიდან ნათელა თურნავას ხელმოწერით მიმოქცევაში ახალი 100-ლარიანები გაეშვება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილი 13 აგვისტოთი დათარიღებული სების საბჭოს დადგენილებიდან ხდება ცნობილი.

როგორც დოკუმენტიდან ხდება ცნობილი, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2020 წლის გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების დიზაინის და სხვა მახასიათებლების იდენტური იქნება და გამოშვების წლად 2024 მიეთითება. ახალ ბანკნოტებზე, რომლებიც ბაზარზე არსებულ მოძველებულ კუპიურებს ჩაანაცვლებს, განმასხვავებელი ის იქნება, რომ მასზე მითითებული არ იქნება „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის“ აღმნიშვნელი წარწერა.

დადგენილება დღეიდან ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები