აბიტურიენტებს გამოცდების შედეგების გასაჩივრება ხვალიდან შეეძლებათ
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, საპრეტენზიო განაცხადების მიღება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება და 9 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მათივე ცნობით, განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის გამოყენებით.
აბიტურიენტი შეძლებს გაასაჩივროს როგორც მთელი ნაშრომის, ასევე კონკრეტულად იმ დავალების შეფასება, რომელსაც არ ეთანხმება.
დეტალები ვებგვერდზე naec.ge გამოქვეყნდება.