უკრაინაში 2024 წელს სიკვდილიანობა შობადობას სამჯერ აღემატება
2024 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში 87 655 ბავშვი დაიბადა – ეს 9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამასთან, დაფიქსირდა 250 972 ადამიანის გარდაცვალება, – ინფორმაციას უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინაში ყველაზე მეტი შობადობა და გარდაცვალება დაფიქსირდა დნეპროპეტროვსკის რეგიონსა და კიევში.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ამჟამად უკრაინაში ერთ ახალშობილზე სამი გარდაცვლილი მოდის. ანალიტიკოსები ამ თანაფარდობას მიმდინარე დემოგრაფიული კრიზისის მნიშვნელოვან ინდიკატორად მიიჩნევენ.