ისრაელის საჰაერო თავდასხმას დასავლეთ სანაპიროზე 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორისაა ჰამასის მეთაური
შაბათს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა პალესტინის შეიარაღებული ჯგუფის, ჰამასის მეთაური,- ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.
პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, დაიღუპა კიდევ ოთხი მამაკაცი. მათი ვინაობა უცნობია.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ საჰაერო თავდასხმა განახორციელეს ქალაქ ტულკარმის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაარტყეს მოძრავ ავტომანქანას, რომლითაც ტულკარმის ბრიგადის ერთ-ერთი მეთაური, ჰაიტემ ბალიდი გადაადგილდებოდა.