თენგიზ ცერცვაძეს 4 აგვისტოს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ
პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თენგიზ ცერცვაძეს 4 აგვისტოს, 14.00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თენგიზ ცერცვაძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
„ბატონი თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდები 2 და 3 აგვისტოს 17.00 საათიდან. მის: სიმონ ჩიქოვანის ქ. 20 (ყოფილი ხილიანი) მე-6 სადარბაზო, მე-5 სართული. გამოსვენება 4 აგვისტოს 14.00 საათზე სიონის საკათედრო ტაძრიდან. დაკრძალვა საბურთალოს სასაფლაოზე…“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.