ზელენსკი – თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია, რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს

ჩინეთს შეუძლია აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ჩინეთს სურს, მას შეუძლია აიძულოს რუსეთი შეაჩეროს ეს ომი. მე ვისურვებდი, რომ მათ არ ჰქონდეთ შუამავალი მისია. მსურს მათ ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე, როგორც აშშ ახორციელებს ზეწოლას და ისევე, როგორც ევროკავშირი ახორციელებს ზეწოლას რუსეთის მიმართ. თუ იქნება ძლიერი ზეწოლა, მგონია, რომ მაშინ იქნება სწრაფი შედეგი”,- განმარტავს ზელენსკი.

მან ასევე აღნიშნა, რომ სურს, ჩინეთს ჰქონდეს პრინციპული პოზიცია საერთაშორისო სამართლის კუთხით.

“ვისურვებდი, რომ ჩინეთს უფრო პრინციპული პოზიცია ჰქონდეს ამ ომთან დაკავშირებით, რათა მათ რუსები შეაჩერონ. ჩვენ ზედმეტი არაფერი გვჭირდება. დამატებითი მხარდაჭერა არ არის საჭირო. ყველაფერი საერთაშორისო სამართალზე უნდა იყოს დაფუძნებული“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ინფორმაციისთვის, გასულ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პირველად ეწვია ჩინეთს უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ და მოლაპარაკებები გამართა ჩინელ კოლეგასთან, ვანგ ისთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები