მაჭარაშვილი: როდესაც ქართველ ხალხს ეუბნები უარს დახმარებაზე და ამ დროს აფინანსებ იმ NGO სექტორს, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ, მეგობრობაზე საუბარი ვერ იქნება
“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურება.
“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართველი ხალხი თავის სამშობლოში მშვიდობას ომზე გაცვლის, 95 მილიონად, ძალიან ცდება. როდესაც ქართველ ხალხს ეუბნები უარს ფულის დახმარებაზე და ამ დროს აფინანსებ იმ NGO სექტორს, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, აქ მეგობრობაზე საუბარი ვერ იქნება. ყველას ვარწმუნებ, რომ სამი თვის შემდეგ, როცა ყველა ნახავს, რომ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ისევ აირჩია მშვიდობა და სუვერენიტეტი ამერიკა, ევროკავშირიც და ყველა ქვეყანა აუცილებლად გადალაგდება იმ დიპლომატიურ და მეგობრულ ენაზე, რომელიც ორი სამი წლის წინ იყო საქართველოსთან მიმართებით”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირ დახმარებას აჩერებს. როგორც ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებთან.