ირაკლი კობახიძე: ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იმუნოლოგ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო. ბატონი თენგიზი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქვეყანას, ადამიანებს, ადამიანების ჯანმრთელობას. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში და მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, მის მეგობრებს, ახლობლებს. ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება“, – აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, იმუნოლოგი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები