სოფელ გეგუთში, 4 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, 4 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ გეგუთში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა, მოსახლეობის უმრავლესობა თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 27 მილიონ ლარზე მეტია.