ლაშა ბექაური: მინდა ჩემმა ხალხმა იცოდეს, რომ ის ქართული გენი, რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს და მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი – ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ

ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, – ამის შესახებ ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

„მინდა ჩემმა ხალხმა იცოდეს, რომ ის ქართული გენი, რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს და მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი. მადლობა უფალს.

ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, ეს ოქროს მედალი და ეს ისტორიული მედალი თქვენია. მიყვარხართ გულში“, – აღნიშნა ბექაურმა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები