საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე 14 პარასპორტსმენი წარადგენს
საქართველოს პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარასპორტსმენი წარადგენს.
ეტლით ფარიკაობა: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი. პარამძლეოსნობა: გიორგი ოჩხიკიძე (ბირთვის კვრა) დავით ქავთარაძე (სიგრძეზე ხტომა). პარატაეკვონდო: ანა ჯაფარიძე (-54 კგ), ლია ჩაჩიბაია (-47 კგ), გიორგი ნიკოლაძე (-70 კგ). პარასროლა: ვლადიმერ ჭინჭარაული (შაშხანით სროლა R4 და R5 კატეგორიებში 10 მეტრზე და R9 კატეგორიაში 50 მეტრზე). პარაძიუდო: ზურაბ ზურაბიანი ( -60 კგ) გიორგი ქალდანი (-73 კგ) ინა ქალდანი (+70 კგ) ლაშა ყიზილაშვილი (-90 კგ) რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ) პარაწოლჭიმი: აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ)
პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება.
წყარო:1Tvsport