ლაშა ბექაური ოლიმპიადის ნახევარფინალშია
ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
მეოთხედფინალურ ბრძოლაში მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა სამხრეთკორეელი სპორტსმენი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მანამდე ბექაურმა ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა.