დეზერტირების ბაზართან მოვაჭრეების პროტესტი გრძელდება
დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეების პროტესტი მეორე დღეა, გრძელდება.
ბაზრის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ შენობა ავარიულია და მოვაჭრეებს ობიექტის დატოვების ვადა 15 აგვისტომდე აქვთ.
მერიამ მოვაჭრეებს ალტერნატიულ სივრცედ დიღმის და სამგორის ბაზრის ტერიტორია შესთავაზა, თუმცა მოვაჭრეები ადგილის დათმობას არ აპირებენ, მათ დღეს დახლები დატოვეს და თამარ მეფის გამზირი გადაკეტეს.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.