“Georgian Airlines Group”-ის ავიაპარკი კიდევ ერთი სატვირთო „Boeing 767-300”-ით გაიზარდა
“Georgian Airlines Group” ავიაპარკს კვლავ აფართოებს,- ამის შესახებ ინფორმაციას “Georgian Airlines Group” ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანიის ავიაპარკს კიდევ ერთი სატვირთო „Boeing 767-300” დაემატა და სატვირთო ავიარეისებს ამ ტიპის 3 და ჯამში სულ 6 ავიახომალდი შეასრულებს.
“Boeing 767-300” “Georgian Airlines Group”-ს ლიზინგის წესით გადაეცა.