ირაკლი ზარქუა – ოპოზიციაზე: ამ უსამშობლოებს სისხლი უნდათ
„ამ უსამშობლოებს, რახან არჩევნებით ვერაფერი გააწყვეს წლებია, შემდეგ რევოლუციური სცენარები ვნახეთ. ახლა უკვე გადავიდნენ ტერაქტებზე, სისხლი უნდათ“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, სუსში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებას ეხება.
“ყველა მოვიგერიეთ, ქართველ ხალხთან ერთად და მდგრადობა შეინარჩუნა ამ ქვეყანამ. ახლა უკვე გადავიდნენ ტერაქტებზე. ათეულობით ადამიანია დაკითხული. რა მასშტაბებზე იყო გასული ხედავთ ხომ?!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ არა ერთგზის აღკვეთეს და ახლაც სწორედ ამასთან გვაქვს საქმე, რომ მაქსიმალურად ცდილობენ პრევენცია მოახდინონ, რომ აქ დაძაბულობის კერა არ შეიქმნას წინასაარჩევნოდ. რისი მოლოდინიც, ჩვენ ხომ ვნახეთ, სისხლი უნდათ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.