უნგრეთმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობები გაამარტივა

უნგრეთმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობები გაამარტივა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ბუდაპეშტმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ე.წ. „ეროვნული ბარათების“ პროგრამაში ჩართო.

აღნიშნული პროგრამა ორი წლის ვადით გაიცემა და უნგრეთში მუშაობის მსურველთათვის ვადის გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს.

„რამდენიმე დღეა, რუსები ყოველგვარი უსაფრთხოების შემოწმების გარეშე უნგრეთის გავლით ევროკავშირში შესვლასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებას ახერხებენ.
ახლა დიდ შფოთვას იწვევს ის, რომ ევროკავშირში შეიძლება რუსი ჯაშუშებიც მოხვდნენ ან კრემლმა ევროკავშირში ტერაქტების განსახორციელებლად რუსები მიზანმიმართულად გაგზავნოს“, – წერს გამოცემა.

მათივე ცნობით, უნგრეთის ქმედება ევროკავშირში უკმაყოფილებას იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები