თბილისში ერთ საპარკინგე ადგილზე 24 მანქანა მოდის – IDFI-ის კვლევა

2018-2023 წლებში თბილისში მოწყობილი საპარკინგე ადგილების ჯამური რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა. აქედან, სტანდარტული საპარკინგე ადგილების ზონალურით ჩანაცვლება მხოლოდ ნაწილობრივად მოხდა,- ვკითხულობთ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაში.

კვლევის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტული საპარკინგე ადგილები შემცირდა 12 754-ით, ხოლო ზონალური გაიზარდა 10 217 ადგილით.
” 2024 წლის მდგომარეობით, თბილისში ერთ საპარკინგე ადგილზე 24 მანქანა მოდის. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბოლო 5 წელში, დედაქალაქში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა 31%-ით ანუ 152 482 მანქანით გაიზარდა, ხოლო პარკირების ადგილი 11%-ით ანუ 3 175 ადგილით შემცირდა”, – წერია კვლევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები