“რთულია, ძალიან მიჭირს ამის გადატანა” – სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის შემდეგ, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა.
საკამათო დასასრულის შემდგომ, ბაზაზე ოლიმპიადას მსაჯის გადაწყვეტილებით დაემშვიდობა.
“თურმე, ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები სპორტში. რაც არ უნდა გავასაჩივრო, სამწუხარო ის არის, რომ რისთვისაც ვიბრძვი, მე ის არ შემხვდება – მედალი.
რთულია, ძალიან მიჭირს ამის გადატანა”, – აღნიშნა სპორტსმენმა საქართველოში დაბრუნების შემდგომ.