საუთპორტში, ცივი იარაღით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა
ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ საუთპორტში, ცივი იარაღით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მერსისაიდის პოლიციის უფროსის, სერენა კენედის განცხადებით, დაშავებულია კიდევ ცხრა ბავშვი, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.
ამასთან, კრიტიკულია ორი ზრდასრულის მდგომარეობა, რომლებიც ბავშვების დაცვას ცდილობდნენ.
პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი 17 წლის ბიჭია, რომელიც უკვე დაკავებულია. ის საცეკვაო სკოლაში მომღერალ ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიჭრა.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმა ტერორიზმს არ უკავშირდება.