უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი თანამდებობას ტოვებს
უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პენი პრიცკერმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს.
„კონგრესის მოთხოვნები ზღუდავს ჩემს დროს ამ თანამდებობაზე ერთ წლამდე. ეს არის ჩემი ბოლო ვიზიტი კიევში, როგორც სპეციალური წარმომადგენლის რანგში, მაგრამ ვრჩები ამ მისიისა და ამ სამუშაოს ერთგული“, – ციტირებს პრიცკერს უკრაინული გამოცემა European Pravda.
პრიცკერი უკრაინაში ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასული წლის სექტემბერში დანიშნა.