მინისტრის მოადგილის თქმით, ეს აღიარება არის იმ მარკეტინგული კამპანიების შედეგი, რომლებიც ხორციელდებოდა და ახლაც მიმდინარეობს ქუთაისის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულების პოპულარიზების მიმართულებით. „აღნიშნული აქტივობები დაეხმარება ქუთაისსა და მთლიანად იმერეთის მხარეს სწორ პოზიციონირებას და ცნობადობის უფრო მეტად გაზრდას,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.