დაცულ ტერიტორიაზე ქურციკების მეათე თაობა დაიბადა

ნუგზარ ზაზანაშვილის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე ქურციკების მეათე თაობა დაიბადა! მათი რაოდენობა უკვე 400-ს ინდივიდს აჭარბებს.
პატარა ლიკლიკები თავს შესანიშნავად გრძნობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ახალშობილი ქურციკები, დაბადებიდან 2-3 კვირის განმავლობაში რთული საპოვნელია. ისინი საიმედოდ იმალებიან ბალახში და სამალავს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც სწრაფი ნახტომებით ტოვებენ.
ქურციკები ძალიან ფრთხილი და ცნობისმოყვარე არსებები არიან. დედა ქურციკიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში უახლოვდება ლიკლიკას, თუ საფრთხეს არ გრძნობს.
ქურციკი, იგივე ჯეირანი, გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა. 2013 წლიდან, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF-გერმანიის და WWF- ავსტრიის ინიციატივით, გერმანიის მთავრობის(BMZ,KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით, ქურციკის აღდგენის პროექტი წარმატებით ხორციელდება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები