მაშველებმა მტკვრიდან შუახნის ქალი ამოიყვანეს
თბილისში, მტკვრიდან შუახნის ქალი ამოიყვანეს.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, წყლიდან ამოყვანისას ქალი კონტაქტური იყო.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი.