“ჩვენს სტენდთან, ფაქტობრივად, რიგები იდგა, ქართულმა გასტრონომიამ დიდი მოწონება დაიმსახურა” – ქეთი კვიჭიძე ლონდონში გამართული გასტრონომიული ფესტივალის შესახებ

“გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე ლონდონში გამართულ საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალ The National Geographic Traveller Food Festival-ზე საქართველოს მონაწილეობას აფასებს.

მისი თქმით, საქართველოს სტენდთან, ფაქტობრივად, რიგები იდგა. როგორც კვიჭიძემ განაცხადა, ქართულმა გასტრონომიამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

“გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაცია” ლონდონში ჩატარებულ გასტრონომიულ ფესტივალში იყო ჩართული. საქართველოს ჩვენი თავმჯდომარე გურამ ბაღდოშვილი წარმოადგენდა, ფესტივალზე უდიდესი ინტერესი გაჩნდა. მან აღნიშნა, სტუმრად ჩამოვედით და მასპინძლებად ვიქეცითო. ჩვენს სტენდთან, ფაქტობრივად, რიგები იდგა. ქართული გასტრონომია დიდ ინტერესს იწვევს უნიკალური გემოების, სურნელის გამო , იგივე სუნელით, მწვანილით, რომელსაც ბევრს ვხმარობთ, ასევე სოუსების მრავალფეროვნება გვაქვს. ეს მათთვის ახალია. იტალიურმა, ტაილანდურმა პოპულარობა უკვე მოიპოვა , ჩვენი როგორც სიახლე, ისე შემოვიდა. გასტრონომიული ტურისტისთვის სიახლე ყოველთვის საინტერესოა. ისინი ყოველთვის სიახლეს ეძებენ.
ლონდონში ფესტივალმა ძალიან კარგად ჩაიარა. დიდი რიგები იყო და ქართულმა გასტრონომიამ დიდი მოწონება დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ეს პოპულარიზაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გაგვიცნონ. რაც მეტს გავიტანთ, გავასინჯებთ, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა ნაბიჯი საიმიჯო და მნიშვნელოვანი იქნება” – განაცხადა კვიჭიძემ.

ცნობისთვის, ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival-ი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე ქართული სტენდიც იყო წარმოდგენილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით,
ორი დღის განმავლობაში „მასტერკლასის თეატრში“ ქართული ღვინისა და კერძების 4 სესია გაიმართა. მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები