წვიმა, ქარი, სეტყვა – 28 ივლისის პროგნოზი

28 ივლისს საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი.

meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც.

28 ივლისს – კვირას დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, სანაპირო რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +18, +23°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელი ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +19, +24°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +13, +18°.

28 ივლისს თბილისში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +20°.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები