გიორგი სარდალაშვილმა ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა
21 წლის ქართველი ძიუდოისტი – გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის ფინალში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.
სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა. მან რეპეშაჟში კორეელი კიმი იპონით დაამარცხა, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა.