რას გთავაზობს iCash შენი ბიზნესის მხარდასაჭერად

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ უამრავი სფეროს მუშაობა გაამარტივა. შეიქმნა სპეციალური პროგრამები, რომლებიც საშუალებას გაძლევს მართო და აკონტროლო შენი ბიზნესი POS აღჭურვილობების და სპეციალური პროგრამის საშუალებით.

მაგალითად, დღეს მაღაზიის მართვა და ფინანსური ოპერაციების მენეჯმენტი რთულ პროცედურებთან აღარ ასოცირდება.

iCash-ის პროგრამული უზრუნველყოფა

iCash Cloud-ზე დაფუძნებული სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფაა ბიზნესებისთვის.

iCash  თავსებადია Windows და Android ოპერაციულ სისტემებთან. სავაჭრო პროგრამა iCash გამოირჩევა მარტივი ფუნქციონალით, ხოლო მოწყობილობები მაღალი ხარისხით, გამძლეობით და აქვს 1 წლიანი ოფიციალური გარანტია.

რა უპირატესობები აქვს iCash-ის პროგრამას

  • პროგრამა მუშაობს ონლაინ რეჟიმში, რაც საშუალებას გაძლევს დისტანციურად აკონტროლო ფინანსური ოპერაციები, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან
  • iCash-ის პროგრამას შეუძლია იმუშაოს ინტერნეტის გარეშეც. ამ დროს ყველა ტრანზაქცია ავტომატურად სინქრონიზდება შენს ადმინ-პანელში. შენს თანამშრომლებს შეეძლებათ განაგრძონ გაყიდვა, მაშინაც კი თუ ინტერნეტი გათიშული იქნება
  • iCash პროგრამის ინსტალაცია უფასოა
  • პროგრამა არის სრულად დაცული – აინსტალირებ ერთჯერადად და არ გჭირდება ხელახალი ინსტალაცია
  • შეფერხების შემთხვევაში, გექნება საუკეთესო მხარდაჭერა: ქოლ-ცენტრის საშუალებით, iCash-ის პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარება პრობლემების მარტივად გადაჭრაში. ან შეძლებ შენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი iCash-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩაშენებულ „დახმარების“ ჩანართში მოძებნო

 

საქართველოში, iCash-ის პროგრამის მომხმარებლებს ექსკლუზიური ფასები ელოდება.

ვის შეუძლია iCash-ით სარგებლობა?

  • დრაივი და რესტორანი
  • სწრაფი კვება და საშაურმეები
  • მაღაზია და სურსათი
  • მომსახურებები
  • სილამაზე და მედიცინა
  • ონლაინ მაღაზია

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთ კომპანიას შეუძლია iCash-ით სარგებლობისას მართოს მის მფლობელობაში არსებული არაერთი ობიექტი.

სად შეიძენ სავაჭრო პროგრამას?

საქართველოში, iCash-ის ოფიციალური წარმომადგენელი არის კომპანია GSN (ჯორჯიან სერვის ნეთვორქი).

GSN სალარო აპარატებისა და სავაჭრო მოწყობილობების კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან წარმატებით ოპერირებს.

კომპანიის ვებგვერდსა და ფილიალებში შესაძლებელია სალარო აპარატების და ფისკალური პრინტერების შეძენა, რომლებიც ავტომატურ კავშირშია შემოსავლების სამსახურთან. გარდა ამ პროდუქციისა, GSN მომხმარებელს სთავაზობს დამატებით სავაჭრო მოწყობილობებს, რომლებიც სავაჭრო ობიექტებს გამართულ მუშაობაში ეხმარება:

  • POS სისტემებს
  • პრინტერებს
  • შტრიხკოდის სკანერებს
  • ფულის შესანახ ყუთებს
  • სეიფებს
  • ფულის დასათვლელ მანქანებს
  • ფულის დეტექტორებს
  • ელექტრონულ სასწორებს

პროდუქცია შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მორგებულია როგორც ქართული ბაზრის მოთხოვნებზე, ასევე, სხვადასხვა ტიპის კლიენტების საჭიროებსა და გემოვნებაზე.

სავაჭრო პროგრამის შეძენა შეგიძლია ონლაინ, როგორც GSN-ის ვებგვერდზე, ისე ფილიალებში, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანია, რომ შეგიძლია გამოსცადო iCash-ის საცდელი ვერსია, რომელიც 3 თვის განმავლობაში უფასო იქნება, ხოლო თუ გაქვს, ან შეიძენ GSN-ში Daisy-ს სალარო აპარატს, 6 თვის განმავლობაში შეძლებ სარგებლობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები