ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

2024 წლის გამოცდები დასრულდა,- ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“დღეს აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდა წერეს. გამოცდაზე დარეგისტრირებულთაგან გამოცხადდა 86%-ზე მეტი. არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. ცენტრის თანამშრომლებს მათ თავი განსხვავებული, თემატური სამოსითაც დაამახსოვრეს – მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში აქტუალობა არ დაუკარგავს ფეხბურთს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმაში ჩაცმული აბიტურიენტების გარდა, ისტორიის გამოცდაზე საგამოცდო ცენტრებს ჩოხიანი აპლიკანტები, ბიოლოგიის გამოცდაზე კი ექიმის თეთრ სამოსში გამოწყობილი გამოსაცდელებიც სტუმრობდნენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა გამოსაცდელს უსურვებს წარმატებას!”,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები