ჩვენი 28 სპორტსმენი წარმოადგენს საქართველოს ოლიმპიურ გუნდს – მინდა წარმატება ვუსურვო მათ – შალვა პაპუაშვილი
ყველანი ვგულშემატკივრობთ და ვუსურვებთ, რომ გამარჯვებულები დაბრუნდნენ საქართველოში,- ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა და ქართველ ოლიმპიელებს წარმატება უსურვა.
„როგორც იცით, დღეს იწყება ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, ჩვენი 28 სპორტსმენი წარმოადგენს საქართველოს ოლიმპიურ გუნდს. მინდა წარმატება ვუსურვო მათ. ყველანი ვგულშემატკივრობთ და ვუსურვებთ, რომ გამარჯვებულები დაბრუნდნენ საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.