“არაფერი უთხოვიათ, მიდიოდნენ, გზაში შემხვდნენ” – რას ჰყვება თვითმხილველი სვანეთში დაკარგულებზე

სვანეთში ორი დაკარგული პირის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. პროცესში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

არსებული ინფორმაციით, დაკარგულებთან კომუნიკაცია ბოლოს 22 ივლის შედგა, ისინი ამბობდნენ, რომ გზა აებნათ.

თვითმხილველი ჰყვება, რომ უღელტეხილზე ორ მამაკაცს ორშაბათს შეხვდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ლენტეხის მიმართულებით მიდიოდნენ.

“შემხვდნენ ჭიშკართან. ვკითხე სად მიდიხართ-მეთქი და მიპასუხეს ქვემო სვანეთში უნდა ჩავიდეთო. ორშაბათს მიდიოდნენ, მეხუთე თუ მეექვსე დღეა უკვე. არაფერი უთხოვიათ, მიდიოდნენ, გზაში შემხვდნენ”, – განაცხადა თვითმხილველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები