გიორგი ამილახვარი – ოპოზიციაზე: ყველაფერზე არიან წამსვლელები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების საკითხს გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი.
„პირდაპირ ჩანს მათი რეალური სახე – პრაქტიკულად, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის დაგეგმონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ასეთი აქტები და არეულობა გამოიწვიონ“, – აღნიშნა ამილახვარმა.