ბელიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო
დიდ დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში საოჯახო ნივთებს გაუჩნდა.
მათივე ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.