“რადიკალურმა ოპოზიციამ იცის, რომ დემოკრატიული პროცესებით, ანუ არჩევნების გზით არაფრის მიღწევის საშუალება არ გააჩნია” – იონათამიშვილი

“ჩვენ ვხედავთ და ძალიან კარგად ვიცით, რომ გვყავს არადემოკრატიული რადიკალური ოპოზიცია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“ამ რადიკალურმა ოპოზიციამ იცის, რომ დემოკრატიული პროცესებით, ანუ არჩევნების გზით არაფრის მიღწევის საშუალება და რესურსი არ გააჩნია. ეს ბუნებრივიც არის – მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც “ნაცმოძრაობა” და ეს კოლექტიური “ნაცები” არიან ოპოზიციაში, მათ საქმიანი დღის წესრიგი არასდროს ჰქონიათ. ისინი ან დეზინფორმაციას მიმართავენ, ან სიძულვილის კამპანიას. ისინი ყოველთვის საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიან. შესაბამისად, რაიმე პოზიტივი, საქმიანი დღის წესრიგი მათ არასდროს შემოუთავაზებიათ”, – განმარტა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები