“თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე ნიშნავს თავდასხმას საქართველოზე, ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტზე” – იონათამიშვილი

“თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე ნიშნავს თავდასხმას საქართველოზე, ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ამ საქმისადმი ჩვენი საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებულია, ვინაიდან ფაქტია, რომ იგეგმებოდა ტერორისტული აქტის მოწყობა. ამის მიზანი იყო ზუსტად ის, რომ ის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რაც უზრუნველყოფილია ჩვენს ქვეყანაში, არ ახარებთ და უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა ჭაობში ჩაძირონ.

სწორედ არის ის სამიზნეები აღებული, რაზეც არის საუბარი. ამიტომ, ამ კითხვებზე პასუხები მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები