მდინარაძე – ოპოზიციაზე: გამარჯვების ილუზია თავადვე არ აქვთ

“გამარჯვების ილუზია თავადვე არ აქვთ. სერიოზული შფოთვა და წვალება მიდის მათი მხრიდან, რომ როგორმე ბარიერი გადალახონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“რაც შეიძლება მეტმა პარტიამ უნდა გააპროტესტოს არჩევნების შედეგები პარლამენტის შიგნიდან – მეტი მიზანი მათ არ გააჩნიათ. ხაზარაძეს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს. დაიმატა ვიღაცები და ეს შანსი მაინც არ გამოუჩნდა. მეორე, გადალახავს თუ არა ესეც არ იციან ზუსტად და ახლა მიდის ზრუნვა იმაზე, რომ მესამე ოპოზიციურმა, აგენტურულმა პარტიამ რამენაირად იქნებ გადალახოს ბარიერი. მეტი ახალი ამბავი მათ კონფიგურაციებში არ ხდება, უბრალოდ ცდილობენ ბარიერის გადალახვას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები