2-კვირიანი ძებნის შემდეგ, აშშ-ში დაკარგული 46 წლის კაცი ცოცხალი იპოვეს
აშშ-ში, კენტუკის შტატში, რედ-რივერის ხეობაში დაკარგული 46 წლის მამაკაცი მაშველებმა, თითქმის 2-კვირიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ, ცოცხალი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამაშველო სამსახურის განცხადებით, მამაკაცის ცოცხლად პოვნა სასწაულია. 46 წლის სკოტ ხერნი მაშველებმა სამძებრო მისიის ბოლო დღეს იპოვეს.
მაშველების თქმით, მისიის ბოლო დღეს, მათ ტალახში აღმოაჩინეს ადამიანის კვალი, რის შემდეგაც გაიგონეს მამაკაცის სუსტი ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. 46 წლის ხერნი, ვერტმფრენით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის რეაბილიტაციას გადის.
მათი ცნობით, მამაკაცი ხეობაში არსებული ჩანჩქერების შესწავლას აპირებდა, რა დროსაც დაიკარგა.
აღსანიშნავია, რომ 12 დღის განმავლობაში, მამაკაცმა საკვების გარეშე შეძლო გაძლება.