დღეს აბიტურიენტები ლიტერატურის გამოცდას აბარებენ

დღეს აბიტურიენტები ლიტერატურის გამოცდას აბარებენ, – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“დარეგისტრირებულთაგან საგამოცდო ცენტრში გამოცხადდა 87%-მდე აბიტურიენტი.

ამ დროის მონაცემებით, არის დაგვიანების 2 შემთხვევა.

მასწავლებლის გამოცდის მონაწილეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ასევე ისტორიის გამოცდას აბარებენ. მათგან სულ გამოცხადდა 86%-მდე აპლიკანტი; დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა.

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის, ხოლო მასწავლებლის გამოცდა ქიმიის გამოცდით გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები