ზურაბ ქადაგიძე სუსის განცხადებაზე – საქართველომ ყველა საშუალება და საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენოს ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგის მიღებისთვის, ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნას, დამკვეთები დადგენილი და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მკაცრად პასუხგებული
ახალაია-მერაბიშვილის მოძალადე ზონდერებისთვის, ადეიშვილის ხელის ბიჭებისა და სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სათბურად იქცა, სადაც ზოგი თანამდებობაზე და ზოგიც, ბიზნესს შეაფარა ზელენსკის მთავრობამ – წერს „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარეობს.