“დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება 8 ჩვენი თანამოქალაქე” – ირაკლი ანთაძე

„როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება 8 ჩვენი თანამოქალაქე. ასევე, ვისაუბრებთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციაზე, რომელიც დაფიქსირებულ იქნა შეხვედრებს შორის პერიოდში”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ამ პროცესმა მოიცვა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტები, ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტი, გრემისხევის მიმდებარე ტერიტორია“, – განმარტა ანთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები