მსხვილი ამერიკული კომპანიები “აწარმოე საქართველოს” პროგრამით დაინტერესდნენ

მსხვილი ამერიკული კომპანიები “აწარმოე საქართველოს” პროგრამით დაინტერესდნენ, – ამის შესახებ ცნობილი ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი. კონფერენციაზე სიტყვით ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა. ქართულმა მხარემ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო. კონფერენციაზე დეტალურად იყო განხილული “აწარმოე საქართველო”-ს პროგრამა, რომელიც გათვლილია არა მხოლოდ ადგილობრივ ბიზნესმენებზე, არამედ უცხოელ ინვესტორებზეც.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ახლა აქვს უნიკალური შანსი, მოახდინოს სწორი კომბინირება დასავლური და ამერიკული კაპიტალის მაღალი ტექნოლოგიების მენეჯმენტის და იმედი გამოთქვა, რომ ამ კონკრეტულ შედეგებს საქართველო უახლოეს მომავალში დაინახავს. ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც დღეს ნიუ-იორკში გაიმართა, ესწრებოდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ერიკ რუბინი, ასევე, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიც არიან BP Amerika, AGBC, APR Energy, Tethys Petrolium.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები