„ჩვენმა საარჩევნო კამპანიამ უკვე ბევრი შეაშფოთა, რადგან რასაც ვლაპარაკობთ, არის სიმართლე” – მდინარაძე
„ჩვენმა საარჩევნო კამპანიამ უკვე ბევრი შეაშფოთა, რადგან რასაც ვლაპარაკობთ, არის სიმართლე. კამპანიას რომ ვიწყებთ, რაღაცას ამაყად ვლაპარაკობთ, ამ სიამაყის საფუძველი გვაქვს, რადგან ისეთი რაღაცები გავბედეთ, რასაც წინა წლებში ვერ ვბედავდით იმიტომ, რომ ჩვენ ამის პოლიტიკური ღონე არ გვქონდა, სამწუხაროდ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირაში” ისაუბრა.
“დღეს ეს ღონე და ეს ძალა მოვიკრიბეთ და პოლიტიკური ძალა შეგვწევს იმისა, რომ ვილაპარაკოთ თანაბრად დიდ ქვეყნებთან, მეგობრებთან და პარტნიორებთან თამამად, ამაყად და ორ ფეხზე დგომით.
ჩვენი კამპანიის მთავარი გზავნილიც ეს იყო, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით და მხოლოდ ევროპისკენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.