დავით ნარმანია: პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა 2015 წლიდან დაიწყება

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა 2015 წლიდან დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხდა. მისი თქმით, არსებული ერთზოლიანი მოძრაობა დარჩება ისე, როგორც არის, გათხრების ზემოთ კი, ესტაკადური ფორმის გზა დაემატება.
“თავის დროზე გათხრების შედეგად პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა შეიზღუდა და უკვე რამდენიმე წელია მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობაა შესაძლებელი. აღნიშნულმა დისკომფორტი შეუქმნა მძღოლებს და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის თბილისის ძველ უბანში გაჩნდა საცობები. აქედან გამომდინარე, ამ ქუჩების შენობა-ნაგებობები დამატებით ზიანდება. მოიმატა ხმაურმა და მოსახლეობა დისკომფორტს განიცდის.
თანამედროვე საინჟინრო მიდგომები და სარგებლობები გვაძლევს იქ ესტაკადის გაკეთების საშუალებას, რომელიც არსებული ერთზოლიანი მოძრაობიდან რამდენიმე ათეული სანტიმეტრით იქნება დაშორებული. თანამედროვე ფორმით კი არ გაკეთდება, არამედ – იმ ფორმით, რომელიც ძველი ქალაქის და ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილთან იქნება შესაბამისობაში, რისთვისაც ჩვენ ვაცხადებთ საჯარო კონკურსს”, – განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, ამ საკითხის განხილვა სხვადასხვა პირთა წრესთან და ექსპერტებთან მოხდა.
“მას შემდეგ, რაც ჩვენმა წინამორბედებმა ბეტონი დაასხეს იქ გათხრებს, მან დაკარგა ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი. ესტაკადა გაკეთდება ისე, რომ ხელს არ უშლიდეს იქ ტურისტების მისვლას, იქ იქნება დამატებით განათება და არანაირი დისკომფორიტი არ შეექმნებათ ტურისტებს, თუმცა, მეორე მხრივ, დისკომფორტი მოეხსენება იქ მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც საცობების შედეგად არიან უკმაყოფილოები, მათ შორის არის დიდი უკმაყოფილება მძღოლებში”, – აღნიშნა თბილსის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები