“კამპანიის ფარგლებში ჩავალთ ყველგან, შევხვდებით რაც შეიძლება მეტ ადამიანს” – თალაკვაძე
“კამპანიის ფარგლებში ჩავალთ ყველგან, შევხვდებით რაც შეიძლება მეტ ადამიანს, ავუხსნით – თუ რის გაკეთება გვინდა მათთან ერთად მომავალში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“დღეს საღამოს, ახალი ოფისის გახსნასთან ერთად, სწორედ ამ საკითხებზე იქნება საუბარი და ჩვენი გუნდის ლიდერები გააცნობენ საზოგადოებას ჩვენი პროგრამის იმ ძირითად ნაწილს, რომელიც შემდეგ კიდევ უფრო დეტალურად იქნება გაშლილი მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – განმარტა თალაკვაძემ.