“რა თქმა უნდა, მზად ვართ, ავიღოთ მომავალზე პასუხისმგებლობა” – თალაკვაძე
“ჩვენ გვექნება ძალიან საქმიანი და პასუხისმგებლიანი პროგრამა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, მზად ვართ, ავიღოთ მომავალზე პასუხისმგებლობა.
უპირველესად, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს თითოეულ თანამემამულეს საზღვარგარეთ, ჩვენს მხარდამჭერებს – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, ამ წლების განმავლობაში მიგვეღწია და შეგვესრულებინა ის ამოცანები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად შეასრულა. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია და ის ხელისუფლება, რომელმაც შეძლო, 11 წლის განმავლობაში დაეცვა ქვეყანა ნებისმიერი სამხედრო პროვოკაციისგან”, – აღნიშნა თალაკვაძემ.