“ქართული ოცნება“ ძლიერდება თავისი იდეოლოგიით, პოლიტიკით, მხარდამჭერებით” – წილოსანი

“დღეს უკვე ახალ პარტიულ ოფისში კიდევ ერთხელ გავაკეთებთ დეკლარირებას იმისა, რომ მზად ვართ, ქართველი ხალხისგან მივიღოთ მანდატი, რომ ეს ქვეყანა ვმართოთ კიდევ მომდევნო ოთხი წელი”, – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა.

“ქართული ოცნება“ ძლიერდება თავისი იდეოლოგიით, პოლიტიკით, მხარდამჭერებით და ზოგადად ყველა პარამეტრით, რომელიც შეიძლება ადასტურებდეს პოლიტიკური ჯგუფის სიძლიერეს. დღეს უკვე ახალ პარტიულ ოფისში სრულიად კოორდინირებულად, პარტიის წევრები და ვინც წინასაარჩევნო პროცესში ვმონაწილეობთ, კიდევ ერთხელ გავაკეთებთ დეკლარირებას იმისა, რომ მზად ვართ, ქართველი ხალხისგან მივიღოთ მანდატი, რომ ეს ქვეყანა ვმართოთ კიდევ მომდევნო ოთხი წელი. ამის დადასტურება და საბოლოო შემაჯამებელი დღე იქნება 26 ოქტომბერი”, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები