“კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონის შემოღება და საქართველოში დანერგვა აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის” – მიქანაძე

„ჩვენ არცერთი უწყებისგან არანაირი ინფორმაცია არ მოგვიძიებია. მხოლოდ საჯარო წყაროებს დავეყრდენით და ჩავატარეთ კვლევა იმაზე, 474 ორგანიზაცია რამდენად აზიარებს ინფორმაციას საქმიანობის და ფინანსების შესახებ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ “დღის ქრონიკაში”, “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

„ორი თვე ვიყავით კანონის განხილვაში ჩართულნი, გვქონდა შეხვედრები და კვლევისთვის დრო იმდენად არ იყო. მას შემდეგ, რაც ვეტო დაიძლია, პროცესები დაწყნარდა, შევისწავლეთ პარტიის ფორმატში, საჯარო წყაროებით, ყოველგვარი ინფორმაციის გამოთხოვნის გარეშე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონის შემოღება და საქართველოში დანერგვა აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. იმისთვის, რომ აბსოლუტურად ყველა სექტორი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს”, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები