ღირს თუ არა თეთრეულში ძვირის გადახდა?
მშვიდი ძილისა და განტვირთვისთვის უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს თეთრეულს. თუმცა, კარგი ხარისხის თეთრეული იაფი ნამდვილად არ არის. ღირს თუ არა ფულის დაზოგვა თეთრეულზე, დამოკიდებულია თქვენს პრიორიტეტებსა და ბიუჯეტზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი შეძენისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი.
მაღალი ხარისხის თეთრეული უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს და გავლენას ახდენს ძილსა და დასვენებაზე. თუ აფასებთ რბილ, სუნთქვად ქსოვილებს, ხარისხზე ცოტა მეტის დახარჯვა შეიძლება გამართლებულიც კი იყოს თქვენივე სიამოვნებისთვის.
უმაღლესი ხარისხის თეთრეულს ხშირად უფრო მაღალი ფასი აქვს კარგი ქსოვილის, დამუშავებისა და გამძლეობის გამო. ხარისხიანი თეთრეული თავისთავად უფრო გამძლეცაა. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ მცირე ბიუჯეტი ან არ ანიჭებთ პრიორიტეტს ფუფუნებას, შეიძლება სასურველი იყოს უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტების არჩევა.
თუ აფასებთ გამძლეობას და გსურთ, თავიდან აიცილოთ ხშირი ჩანაცვლება, ასეთ შემთხვევაში მაღალი ხარისხის თეთრეული – კარგი არჩევანია, თუმცა, თუ იაფ ვარიანტზე შეაჩერებთ არჩევანს, შესაძლოა, უფრო ხშირად დაგჭირდეთ მისი გამოცვლა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ძვირი დაჯდება, მაგრამ სამაგიეროდ, ხშირად განაახლებთ თქვენს თეთრეულს და არ მოგიწევთ წლობით ერთი და იმავეს გამოყენება.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველას აქვს განსხვავებული შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება პრიორიტეტი მიანიჭოს ფუფუნებას და სურს ინვესტიცია განახორციელოს პრემიუმ თეთრეულში, მაგრამ სხვები შესაძლოა სრულყოფილად დაკმაყოფილდნენ უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტებით, რომლებიც განკუთვნილია ძირითადი საჭიროებებისთვის. როდესაც საქმე ეხება თეთრეულს, მის ტექსტურას, წონას და გარეგნობას, მაშინ ჩარჩოები არ არსებობს, რადგან ეს საკითხი სრულიად ადამიანის გემოვნებასა და სურვილებზეა დამოკიდებული.
Liloshop-ზე თეთრეულის ფართო არჩევანია
თუ თეთრეულს ეძებთ, საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის „ლილო მოლის“ ოფიციალურ საიტზე liloshop-ზე აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველს, თან ისე, რომ არჩევანის გაკეთება ხარისხსა და ფასს შორის არ მოგიწვეთ, რადგან აქ წარმოდგენილი თეთრეული გამძლეა და ფასიც მისაღები აქვს.
საიტზე შეგიძლიათ ნახოთ როგორც ერთსაწოლიანი, ასევე საოჯახო და საბავშვო თეთრეული. თითოეულ პროდუქტს აღწერაში მითითებული აქვს ზომები, მასალის ტიპი რისგანაცაა შეკერილი და ჩამოთვლილია, რა შედის კომპლექტაციაში.
გარდა კომპლექტისა, შეგიძლიათ ცალკე შეიძინოთ ზეწარი, რეზინით ან მის გარეშე, ბალიშის პირი, საბანი, ლეიბზე გადასაკრავი, პლედი, საწოლის დეკორატიული გადასაფარებელი და.ა.შ.
სწორი რეცხვა და გამოყენება, ნებისმიერი ტიპის თეთრეულისთვის აუცილებელია, ასე რომ როგორი საფასო კატეგორიიდანაც უნდა შეიძინოთ ეს ნივთი, მოვლას მის გამძლეობაში განსაკუთრებული როლი ენიჭება.