„ცოფის შემთხვევები წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული” – თენგიზ ჩალიგავა
„ცოფის შემთხვევები წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მხოლოდ 14 დადებითად მორეაგირე, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს”, – ამის შესახებ ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ განაცხადა.
“შარშან ამ დროს 54 შემთხვევა გვქონდა. შარშან ჩატარებული ღონისძიებების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ეფექტი გვაქვს. რაჭაში შემთხვევა საერთოდ არ ყოფილა.
დაახლოებით, ყოველ წელს სამასი ათას ძაღლსა და კატას ვცრით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოღონდ პატრონიან ცხოველებს, ქუჩის ცხოველებს – არა. წელს, დაახლოებით 116 ათასი ძაღლი და კატა გვყავს აცრილი. აცრის პროცესი მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება”, – განაცხადა ჩალიგავამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.