მზის ხაზი – როგორ მოვუაროთ კანს
მზის მავნე სხივებისგან დაცვა კანს ნებისმიერ სეზონზე სჭირდება. თუმცა, როგორც წესი, ზაფხულის დადგომასთან ერთად, მზის ხაზის პროდუქტებზე მოთხოვნა უფრო მეტად იზრდება.
მზის ხაზის პროდუქტების სია საკმაოდ მრავალფეროვანია და რამდენიმე კატეგორიად იყოფა: მზისგან დამცავები, ავტორუჯი, რუჯის აქტივატორები, რუჯის შემდგომი მოვლა.
მზის ხაზის, ისევე როგორც სილამაზის და თავის მოვლის სხვა პროდუქტების მწარმოებელი ბრენდების არჩევანიც, საკმაოდ, მრავალფეროვანია: Soskin, La Roche Posay,Vichy, Avene, Malibu, Sebamed, Lierac და ა.შ.
სტატიაში გაეცნობი იმ მნიშვნელოვან აბრევიატურებს, რომლებიც ამ პროდუქტებზეა დატანილი. ეს ყველაფერი, კი დაგეხმარება ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
რას ნიშნავს SPF?
აბრევიატურა SPF ყველა მზისგან დამცავზეა მითითებული რაც მზისგან დაცვის ფაქტორს აღნიშნავს. რაც უფრო მაღალია SPF-ის კოეფიციენტი, მით კარგად დაიცავს შენს კანს პროდუქტი მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან, ასევე, დამწვრობისგან და დაზიანებისგან. ყველაზე მინიმალური დაცვად, მზისგან დამცავებისთვის SPF 15 მიიჩნევა.
როგორ იშიფრება UVA/UVB
ეს აბრევიატურები ულტრაიისფერი სხივების ორ ჯგუფს აღნიშნავს:
● UVA ალფა სპექტრის, ულტრაიისფერი გამოსხივების გრძელი ტალღებია, რომლებიც ღრმად აღწევს კანში და ხელს უწყობს მის ნაადრევ დაბერებას.
● UVB ბეტა სპექტრის სხივები ღრუბლიან ამინდშიც კი აღწევს კანში და იწვევს დამწვრობას, მიმიკურ ნაოჭებს და პიგმენტურ ლაქებს.
თუ გინდა, რომ შენი კანი მაქსიმალურად დაიცვა, აირჩიე მზისგან დამცავი, რომელზეც მითითებული იქნება ორივე აბრევიატურა.
რა უნდა გაითვალისწინო მზისგან დამცავის შერჩევისას
ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მზისგან დამცავი ფილტრების ორი სახეობა არსებობს:
მინერალებზე დაფუძნებული მზისგან დამცავები ფანტავს გამოსხივებას და მისი ტექსტურა უფრო წებოვანი და ბლანტია.
ქიმიური ფილტრები, პირიქით, კანში შეიწოვს რადიაციას და მსუბუქი, უცხიმო ტექსტურით ხასიათდება.
გაითვალისწინე, რომ აუცილებელია, მზისგან დამცავის, ყოველდღიურად წასმა, ღრუბლიან ამინდშიც.
რუჯის აქტივატორები და რუჯის შემდგომი მოვლა

რუჯის აქტივატორი, როგორც სათაურიდანაც ჩანს, ეხმარება კანს შეფერილობის მიღებაში. გარდა ამისა, რუჯის შემდგომ წასასმელ საშუალებას აქვს კანის დამამშვიდებელი ფუნქციაც და გაჯერებულია ვიტამინებითა და მცენარეული ზეთებით, რომლებიც კანს ატენიანებს.
როგორ უნდა გავირუჯოთ უსაფრთხოდ
უსაფრთხო რუჯი, ზოგადად, არ არსებობს. თუ მაქსიმალურად გინდა გამორიცხო რისკები, შეგიძლია ავტორუჯი გამოიყენო. ბაზარზე ამ პროდუქტის მწარმოებელი ბრენდების დიდი მრავალფეროვნებაა. ავტორუჯის წასმა სახლის პირობებშიც შესაძლებელია, ამიტომ, თამამად, შეგიძლია შეარჩიო შენი კანისთვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი.
მზის ხაზის პროდუქტების ყიდვა ონლაინ უმარტივესად ექსტრაზე შეგიძლია. შეარჩიე შენთვის სასურველი მზის ხაზის პროდუქტი ონლაინ და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით.